აზერბაიჯანის პროზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდრეს ფოგ რასმუსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანელი ოფიცირის რამილ საფაროვის შეწყალების ფატზე.
მან პრესკონფერენციაზე სომხეთის მიერ ტერორისტის ვარუჟან კარაპეტიანის შეწყალების ფაქტი გაიხსენა, რომელსაც პარიზის აეროპორტში მოწყობილი აფეთქების გამო სამუდამო პატიმრობა ქონდა მისჯილი.
"მინდა შევახსენო სომხებს, რომ პირი, რომელმაც პარიზის ორლის აეროპორტში ტერორისტული აქტი ჩაიდინა და რომელსაც ემსხვერპლნენ ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ს მოქალაქეები, 2001 წელს ერქსტრადირებული იქნა სომხეთში. იმის მიუხედავად, რომ ის არ იყო სომხეთის მოქალაქე ამ ქვეყნის პრეზიდენტმა იგი შეიწყალა", - განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, იგი არ აპირებს ოფიცერი რამილ საფაროვი ტერორისტს გაუთანაბროს.
"საფაროვმა მოიხადა 9 წელი სასჯელი და მისი გათავისუფლება სამართლებრივი თვალსაზრისით სწორია. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება და სწორი გადაწყვეტილებაა",- განაცხადა ალიევმა.
მან ასევე ღნიშნა, რომ საფაროვის ექსტრადაციისას არ დაღვეულა ევროპული კონვენცია, ხოლო მისი შეწყალების უფლებას პრეზიდენტს ქვეყნის კონსტიტუცია აძლევდა.
ალიევმა აღნიშნა, რომ ხმაურის ატეხვის მიზეზი არის პოლიტიკური მხარე და სამართლებლივად ამ საქმეში სადავო არაფერია.
შეგახსენებთ, რომ 2004 წლის თებერვალში სომხეთის შეიარაღებული ძალების ლეიტენანტი გურგენ მარგარიანი, რომელიც ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ინგლისური ენის კურსებზე იყო მივლინებული ნაჯახით მოკლა აზერბაიჯანის არმიის ოფიცერმა რამილ საფაროვმა. საფაროვი იმავე კურსს გადიოდა.
2006 წლის 13 აპრილს ბუდაპეშტის პირველი ინსტანციის სასამართლომ საფაროვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 30 წლის განმავლობაში შეწყალების მოთხოვნის უფლების გარეშე.
2007 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა.
2012 წლის 31 აგვისტოს, რამინ საფაროვი აზერბაიჯანში იქნა ექსტრადირებული და ის აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეიწყალა.
აღნიშნულის გამო,სომხეთმა უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.
"მე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ყველა სახის დიპლომატიურ ურთიერთობას და ყველა ოფიციალურ კავშირს უნგრეთთან. სომეხი ხალხი ამას არასოდეს გაპატიებთ", - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ქვეყანაში აკრედიტირებულ გაეროს წევრი ქვეყნების ელჩებთან განაცხადა.
აღნიშნულს სომხეთში საკმაოდ დიდი ხმაური მოყვა. სომხეთის დედაქალაქ ერევანში საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ გამართული აქციის დროს უნგრეთის სახელმწიფო დროშა დაწვეს.აქციის მონაწილეები მიესალმენენ ქვეყნის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის გადაწყვეტილებას უნგრეთთან დიპლომატიური კავშირის გაწყვეტის შესახებ.
თავის მხრივ, უნგრეთმა აზრებაიჯანის გადაწყვეტილება საფაროვის გათავისუფების შესახებ არასწორად მიიჩნია.