რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მუშაობდნენ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან, რუსტემ უმეროვთან და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ ანდრიი გნატოვთან. ამის შესახებ ის X-ზე წერს.
„მადლობელი ვარ კონსტრუქციული მუშაობისთვის. უკრაინული გუნდის მთავარი ამოცანა იყო ამერიკული მხარისგან მოსკოვში გამართული საუბრისა და მიმდინარე წინადადებების ყველა პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება, რათა ისინი უკრაინის პრეზიდენტთან დეტალურად განვიხილოთ.
„ყველა პარტნიორთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უზრუნველვყოთ ამ ომის ღირსეული დასრულება“, - წერს უმეროვი.
მან დასძინა, რომ დღეს, 8 დეკემბერს, დელეგაცია უკრაინის პრეზიდენტს ამერიკულ მხარესთან დიალოგის ყველა ასპექტის შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწვდის. ასევე გადაეცემა ყველა დოკუმენტი.
„ჩვენ მაქსიმალურად ინტენსიურად ვმუშაობთ“, -თქვა უმეროვმა.