იტალიელი სენატორი, მარკო ლომბარდო სოციალურ ქსელში BBC-ის გამოძიებას ეხმაურება და წერს, რომ იტალიის მთავრობამ ელჩი უნდა გამოიძახოს.
“ქიმიური იარაღი საქართველოში? [იტალიის] მთავრობამ ელჩი უნდა გამოიძახოს. BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ საქართველოში პროტესტზე გამოსული სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. ერთ წელზე მეტია ვამბობთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” საქართველოში არალიბერალური რეჟიმი დაამყარა, რომელიც სისტემატურად იყენებს ძალადობასა და დაპატიმრებებს, როგორც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ჩახშობის ინსტრუმენტს.
ამ დარღვევებს ახლა სერიოზული ბრალდება დაემატა: ქიმიური იარაღის გამოყენება, რაც ადამიანის უფლებებს არღვევს. მეტს რას უნდა ველოდოთ, რომ იტალიის მთავრობამ მმართველი “ქართული ოცნების” წინააღმდეგ და ქართველი ხალხის დასაცავად დაიკავოს პოზიცია?
სასწრაფოდაა საჭირო საქართველოში იტალიის ელჩის გამოძახება, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაზე სასარგებლო განმარტებების მოწოდება მოვთხოვოთ.
დღეს ქართველობა თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ევროპული ღირებულებების დაცვას ნიშნავს. ჩვენ საქართველო ვართ. ჩვენ ევროპა ვართ,” - წერს ლომბარდო.