ზედიზედ მეორე ღამეა, მოსკოვის ოთხივე აეროპორტში ათეულობით რეისი გაუქმდა ან გადაიდო უკრაინული დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო. ინფორმაცია დაადასტურა ფედერალურმა საჰაერო ტრანსპორტის სააგენტომ, "როსავიაციამ".
გამოცემა "მედუზას" ინფორმაციით, სულ 350-ზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო, რომელთაგან უმეტესობა "შერემეტიევოს" აეროპორტზე მოდიოდა.
რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით ზოგიერთი რეისი სხვა ქალაქებში გადამისამართდა. მაგალითად, ნიჟნი ნოვგოროდის ჩკალოვის საერთაშორისო აეროპორტმა მოსკოვის აეროპორტების მიმართულებით 22 რეისი მიიღო. ზოგიერთი თვითმფრინავი ასევე დაჯდა სანქტ-პეტერბურგსა და ყაზანში.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, ღამით რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით 140-ზე მეტი დრონი გაფრინდა.
მოსკოვის აეროპორტების გარდა, შეფერხებები შეექმნა რუსეთის კიდევ რვა ქალაქის აეროპორტებს: კალუგას, სოჭის, იაროსლავლის, კოსტრომის, ჩერეპოვეცის, სარატოვის, პენზას და გელენჯიკის აეროპორტებს.