ფოთში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი რუხაძის ქუჩაზე მდებარე შენობის ერთ-ერთ ბინაში გვიან ღამით გაჩნდა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.