სუს-ის ბრიფინგით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „გლობალური ომის პარტია“, თავისი აქაური წარმომადგენლობებით, იბრძვის იმისთვის, რომ როგორმე ხავსს ჩაეჭიდოს - ეს ხავსიც რომ არ არსებობს მერე იგონებენ ტყუილებს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ყველა მიხვდა, რომ არანაირი აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე არ იყო საუბარი და ეს ყველაფერი იყო დეზინფორმაცია პროტესტის მუხტის ასაწევად.
"საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ეს ყველაფერი იყო დეზინფორმაცია საქართველოში ვითომ, პროტესტის მუხტის ასაწევად. რა თქმა უნდა, ეს თავიდანაც არ გამოუვიდათ, მაგრამ შემდეგ დღეებში მით უმეტეს, როდესაც დადასტურდა, რომ არავის არაფერი მტკიცებულება არ ჰქონდა. ყველა მიხვდა, რომ არანაირი აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე საუბარი არ იყო, მით უფრო, ვერც კი მოძებნეს, რაც არ იყო რას მოძებნიდნენ, ისეთი ადამიანები, რომლებმაც მიმართეს კლინიკებს იმ დღეებში. აქედან გამომდინარე, სუს-ის ბრიფინგით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ "გლობალური ომის პარტია", თავისი აქაური წარმომადგენლობებით, იბრძვის იმისთვის, რომ როგორმე ხავსს ჩაეჭიდოს. ეს ხავსიც რომ არ არსებობს მერე იგონებენ ტყუილებს. ეს სამწუხარო იმიტომაც არის, რომ ამ ყველაფრის სათავე არის "დიფ სთეითი"," - განაცხადა მაჭარაშვილმა.