"პირველი კავკასიური" ფრანგულ კომპანიას სასამართლოში უჩივის. რუსულენოვანი ქართული ტელეარხი სატელიტზე დასაბრუნებლად სარჩელს "ეუტელსატის" წინააღმდეგ, პარიზის სასამართლოში წარსადგენად ამზადებს.
თანამგზავრის მფლობელმა ფრანგულმა კომპანიამ "პირველ კავკასიურს" ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მაუწყებლობა თითქმის 2 კვირაა, რაც შეუწყვიტა.
"ეუტელსატის" მიერ ქართულ არხთან კონტრაქტის დარღვევა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ პარიზში გააპროტესტა. "ეუტელსატისა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის დავაში საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამავე თანამგზავრის მეშვეობით, ევროპას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხები ფარავს.
ამჟამად ფრანგული კომპანია ქართულ მხარეს სხვა სიხშირეს სთავაზობს, თუმცა ამ სიხშირით რუსულენოვანი ტელეარხი ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დაფარვას ვერ შეძლებს.