აშშ-ის იოსემიტის ეროვნული პარკის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ პარკის ტერიტორიაზეე დაფიქსირებული ჰატავირუსით დაავადების რისკის ქვეშ ორჯერ მეტი ადამიანია, ვიდრე ეს ადრე იყო მოჩნეული.
საუბარია ჰატავირუზე - ფილტვების სინდრომზე - იშვიათ დაავადებაზე, რომლის დიაგნოზირება საკმაოდ რთულია.
ავადმყოფობა უკვე გამოუვლინდა 8 ადამიანის, რომელთაგან სამი გარდაიცვალა. მეცნიერები აცხადებენ, რომ დაავადებულთა შორის სიკვდილიანობის რისკი 35%-ს შეადგენს.
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, რისკის ქვეშ 10 ათასამდე ადამიანი იყო, თუმცა მოგვანებით ამ ციფრს 12 ათასი ადამიანიც დამეტა, რომელიც ეროვნული პარკის შემოგარენში ისვენებდა.
ჰატავირუის დაავადების საინკუბაციო პერიოდი ექვს კვირამდე გრძელდება. სიმპტომების მიხედვით ის ძალიან ჰგავს რესპირატორულ დაავადებას - გრიპს, გართულებისას კი გვიან სტადიაზე იწვევს ფილტვების შეშუპებას.
ვირუსის პირველი მსხვერპლი 37 წლის სან -ფრანცისკოს მცხოვრები მამაკაცი გახდა.
აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა ყველას, ვინც ამ ზაფხულს იოსემიტის ეროვნული პარკში დაისვენა, ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას და ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ ექიმს.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰატავირუსის ფილტვების სინდრომის წამალი ან ვაქცინა არ არსებობს. ის ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს ხელის ჩამორთმევითაც კი.