მკვლელობა მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში განუცხადეს, ურთიერთშელაპარაკების შედეგად გოჩა ზარდიაშვილმა მალხაზ მამისაშვილს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი გოჩა ზარდიაშვილი დაკავებულია.