ამერიკელი მედიკოსები აპირებენ, უარი თქვან აპენდიციტის ქირურგიული გზით მოცილებაზე.
აპენდიციტის ქირურგიული გზით მოცილებას ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ამ წლების განმავლობაში წარმატებულად ჩატარებულ ოპერაციებთან ერთად არის ოპერაციების 3%, რომელსაც გართულებები მოჰყვა. ყველაზე გავრცელებული პრობლემა არის სხვადასხვა ფორმის ქირურგიული და პოსტოპერაციული ინფექციები.
"ჩვენ გთავაზობთ, სრულად ვთქვათ უარი ქირურგიულ ჩარევაზე და მოვახდინოთ მწვავე აპენდიციტის მკურნალობა ანტიბიოტიკებით. თერაპიის ასეთი ფორმის დროს, აპენდიციტი თავად მკურნალობს საკუთარ თავს. ანტიბიოტიკები ხსნის ანთებით პროცესს და აპენდიქსი იწმინდება. ეს პროცესი დაახლოებით ორ კვირას გრძელდება, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია, რამდენადაც ოპერაციის შემდგომი პერიოდი ორჯერ ნაკლებ დროს იკავებს.
თუმცა უსისხლო ოპერაციის დროს ჩვენ ვიძლევით გარანტიას, თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები. ამ მეთოდის ტესტირება მოხდა ერთ-ერთ ქირურგიულ განყოფილებაში და ნახევარი წლის განმავლობაში 256 ადამიანი განიკურნა. არც ერთ პაციენტს გართულება არ ჰქონია. მთავარი - ადამიანის ყველა ორგანო ადგილზე რჩება, ეს კი მნიშვნელოვანი პლუსია", - განაცხადა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა რობერტ ჰეინსმა (ნიუ-იორკი, აშშ).