ჩეხეთში 37 წლის მამაკაცი 150 დღეა გულის გარეშე ცხოვრობს. ექიმებმა პაციენტს გულზე ავთვისებიანი სიმსივნე აღმოუჩინეს. კონსილიუმის შემდეგ გადაწყდა გულის ამოღება და მისი ხელოვნული აპარატით შეცვლა, იმ დრომდე, ვიდრე არ მოიძებნება დონორი.
გული ტუმბოთი შეიცვალა, რომელიც ბატარეაზე მუშაობს.
პაციენტი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მას მხოლოდ სპორტით შეზღუდვა აქვს დაწესებული. რაც შეეხება ბატარეას, ის არც თუ მცირე ზომისაა და პაციენტი მას სპეციალური ჩანთით ატარებს.
"მე ვცხოვრობ, როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანი და ვერც კი ვგრძნობ რომ გული არ მაქვს. ერთადერთი რაც განმასხვავებს ჩვეულებრივი ადამინებისგან ისაა, რომ ჩემი გული არ ფეთქვს და მე არ მაქვს პულსი. მე თავს აბსოლუტურად ჯამრთელად ვგრძნობ", - აცხადებს იაკუბ ხალიკი.
უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ხნის წინ ანალოგიური ოპერაცია ამერიკლემა ექიმებმაც ჩაატრეს, თუმცა პაციენტი ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.