ზუგდიდში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 22 წლის ნუკრი ლუკავა დააკავეს, რომელსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით 52 წლის მიხეილ მირცხულავას მკვლელობა ბრალდება.
დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.
გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. მას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.