სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსს 2010 წლის პროირიტეტები გააცნო და დასახული მიზნების განხორციელებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სამინისტროს პრიორიტეტებზე საუბისას ხათუნა კალმახელიძემ ყურადღება გაამახვილა პენიტენციალური ჯანდაცვის განვითარებაზე, პატიმართა უფლებების დაცვის გაუმჯობესებაზე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს რეფორმირებაზე, იურიდიული დახმარების სამსახურის გაფართოებასა და სასწავლო ცენტრის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდაზე.