ბოლო 3 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს 4 454 ფეხით მოსიარულე დაშავდა და 667 დაიღუპა. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "დაცულმა მოძრაობამ" გამოაქვეყნა.
როგორც მოძრაობის წარმომადგენელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა, აღნიშნული შემთხვევებისას მოძრაობის წესს უმეტესად ფეხით მოსიარულე არღვევდა.
ასოციაციის მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ, რომლის დროსაც 1 500 ადამიანი გამოიკითხა, ისიც აჩვენა, რომ სიარულის დროს მოძრაობის წესს მოსახლეობის მხოლოდ 55,37 პროცენტი იცავს.
აღნიშნულ კონტექსტში ასოციაცია ფეხით მოსიარულეებს მოძრაობის წესების დაცვისკენ და გადასასვლელი ხიდებით სარგებლობისკენ მოუწოდებს.