საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს, ცოტნე გამსახურდიას გამოძიებამ ახალი ბრალდება წაუყენა. ახალი ბრალდების საფუძველი, 1998 წლის 21 ნოემბერს ცოტნე გამსახურდიასა და პოლიციის თანამრომელ ლევან სანიკიძეს შორის მომხდარი ინციდენტი გახდა.
გამსახურდიას ადვოკატის, ქეთი ბექაურის განცხადებით, აღნიშნული ინციდენტის დროს ცოტნე გამსახურდიამ და ლევან სანიკიძემ, ორივემ, დაზიანებები მიიღეს. ბექაური განმარტავს, რომ ამჟამად ამ ეპიზოდის გამო ცოტნე გამსახურდიას წაყენებული აქვს ბრალდება მსუბუქი ხასიათის დაზიანების მუხლით.
გამსახურდიას ადვოკატი საქართველოს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გამოძიებლებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაულებს და აღნიშნავს, რომ ხსენებული ეპიზოდი კერძო ბრალდების საქმეა და დაზარალებულის საჩივრის გარეშე საქმის წარმოების დაწყება არ შეიძლებოდა. მისივე თქმით, სანიკიძის საჩივარი არ არსებობს და საქმის ხანდაზმულობის ვადაც - ორი წელი გასულია.