საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორთა გადამზადების პროცესი დაიწყო. 2010 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით მიმდინარე სასწავლო კურსი ითვალისწინებს სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის დეტალურ გაცნობას. სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედების დროისთვის პროკურატურის ორგანოებში დასაქმებული პროკურორები კარგად ინფორმირებული და მომზდებული უნდა იყვნენ.
სწორედ ამ მიზნით აღნიშნული კურსის განმავლობაში პროკურორები გაეცნობიან სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, პროკურორებს ჩაუტარდებათ ასევე ტრენინგები ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, შიდა სახელმძღვანელო და საერთაშორისო თანამშრომლობის სიახლეების შესახებ.
2010 წლის იანვარი-მარტის ტრენინგები ახალი საპროცესო კოდექსის იმპლემენტაციის პირველი ეტაპია. ამ სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირებები, კერძოდ, ზოგადი უნარების, ინტელექტისა და პიროვნული მახასიათებლების ტესტები.
პროკურორთა გადამზადების კურსს იუსტიციის სასწავლო ცენტრი უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად ახორციელებს.