თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ პოლიტოლოგს, სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა მაისაიასთვის 24-წლიან სასჯელს ითხოვდა.
გამოძიების ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაისაია სამხედრო ხასიათის ოპერატიულ მონაცემებს რუსეთის სპეცსამსახურებს აწვდიდა.
მაისაია ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ეს განცხადება დღეს მისმა ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ გააკეთა.
მაისაიას ადვოკატი ნათია კორკოტაძე და განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეში ბრალდებული ირაკლი ბატკუაშვილი სასამართლომ მსჯავრდებულად ცნო. მას საპროცესო გარიგების საფუძველზე 3-წლიანი პირობითი პატიმრობა და 5 000 ლარი ჯარიმა დაეკისრა.
აღნიშნული პირები 2009 წლის მაისში დააკავეს.