30 იანვრიდან ადვოკატებისათვის გაიმართება კასკადური ტრენინგები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. განხილული იქნება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტები და ქართული კანონმდებლობა, გაეროს კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ, ისევე როგორც გაეროს ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNIჩEF) ორგანიზებით ტრენინგები ხუთი თვის განმავლობაში გაიმართება მთელი საქართველოს მასშტაბით. ტრნინგებს ჩაატარებენUUNIჩEF-ის მიერ სპეციალურად მომზადებული ქართველი ტრენერები.
გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან 2008 წლიდან თანამშრომლობს.