დანიელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტოქსოპლაზმით ინფიცირება ქალთა თვითმკვლელობის რისკს ზრდის. კვლევების მიხედვით, თვითმკვლელობა ინფექციის მატარებელთა ჯგუფში საშუალოდ ორჯერ მაღალი იყო არაინფიცირებულ ქალებში ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
გარდა ამისა, ძალადობრივი სუიციდის რისკი პირველ ჯგუფში 81%-ით მაღალი იყო, ვიდრე მეორეში.