მიგრაციის საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვია ჰოლანდიის, პოლონეთისა და ესტონეთის ექსპერტები.
ექსპერტები შეხვდნენ საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერტიული დეპარტამენტის თანამშრომლებს.
შეხვედრა გაიმართა ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „დაბრუნების პროცესის ხელშეწყობა ოპერაციულ დონეზე" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ლტოლვილთა დანიის საბჭო და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა შსს მხრიდან ორგანიზებული დანაშაულის, საზღვრის დაცვის, ტრეფიკინგისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები, პრევენციული ზომები და სამომავლო გეგმები.