ქრთამის შეთავაზების ფაქტზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანის მოქალაქე ჰეიდარ ლატიფოვი დააკავეს. მას აზერბაიჯანიდან სატვირთო მანქანით პირადი მოხმარების ნივთები გადმოჰქონდა.
შესაბამისი დოკუმენტაციის არქონის გამო მებაჟეებს ტვირთი უნდა დაეთვალიერებინათ, ლატიფოვმა კი ამის სანაცვლოდ ერთ ერთ თანამშრობელს 50 ლარი შესთავაზა. ჰეიდარ ლატიფოვი ადგილზე დააკავეს. მომხდარს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს.