საქართველოში კიბოთი დაავადების სტატისტიკა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზრდილია.
მხოლოდ წელს ამ დაავადებით 8 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. კიბოს კვლევის საერთაშოიროს სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში უმეტეს წილად ფილტვის კიბო ფიქსირდება. ონკოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, დაავადების შემთხვევებმა იმატა ბავშვებშიც.
მათი თქმით, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში სიკვდილის გამომწვევ დაავადებათა შორის, კიბო მე-2 ადგილზეა.