აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი კავკასიონის ქედის გავლით სოხუმისა და ჩერკესკის შემაერთებელი ტრანსკავკასიური მაგისტრალის მშენებლობს წინააღმდეგია. ალექსანდრე ანქვაბის მიერ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ამ კითხვასთან დაკავშირებით გაცემული უარყოფითი პასუხი მრავალთათვის მოულოდნელი იყო.
"გზა "ჩერკესკი-სოხუმის" მშენებლობაზე იმდენი ვიცი რამდენიც თქვენ, ამის მიუხედავად, მე ჩემს აზრს როგორც აფხაზეთის მოქალაქე და როგორც რესპუბლიკის ხელმძღვანელი გამოვთქვამ - მე ამ პროექტის წინააღმდეგი ვარ, მით უფრო, რომ კოდორის ხეობა ჩვენთვის ეს ბუნების უნიკალური ძეგლია. აფხაზეთის მაცხოვრებელთა უმრავლესობამ ალბათ არ იცის თუ რა განძის მფლობელები ვართ ჩვენ.
ჯერ კიდევ 2005-2006 წლებში, ჩვენ სერგეი ბაღაფშთან ერთად ვმსჯელობდით იქ მსხვილი ნაციონალური პარკის შექმნისა და ნაკრძალის შექმნაზე. 2009 წელს შეიქმნა კომისია, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა. მე ვუთხარი კიდევ კომისიის ხელმძღვანელს რომან დბარს - წარუდგინოს კომისიის მუშაობის შედეგები პარლამენტს და გამართოს პრესკონფერენცია ამ საკითხზე. ჩვენ კოდორის ხეობა თავისი პირვანდელი სახით უნდა შევინარჩუნოთ. ასეთია ჩემი მყარი მოსაზრება", _ განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა.