სამართალდამცველებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს ორგანიზებული-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები:. დაკავებულებიბი არიან 20 წლის მაიზერ კვანჭიანი, 27 წლის თემურ გულბანი და 19 წლის გიორგი ფარჯიანი.
გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები მიმდინარე წლის 26 იანვარს ფულის გამოძალვის მიზნით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 79 წლის ნური ფიფიას და 69 წლის ნათელა ფიფიას ოჯახს, ,,სკოჩით" შეუკრეს ხელ-ფეხი და განსაკუთრებული სისასტიკით, ბლაგვი საგნის გამოყენებით მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები. რამაც გამოიწვია მათი გარდაცვალება.
აღნიშნული დანაშაულის დაფარვისათვის ასევე დაკავებულია ეჭვმიტანილებთან კავშირში მყოფი, 19 წლის გიორგი გულბანი.
დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს. გამოძიებას სსკ-ის 109-ე და 179-ე მუხლებით აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო.