ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებასა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ბრალდებულ მანუჩარ დოგრაშვილს აღმკვეთი ღონისძიება გირაოთიNშეეცვალა.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დოგრაშვილი აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ორთვიანი პატიმრობის ნაცვლად გირაო 5000 ლარს გადაიხადა, რომლის სრული მოცულობით უზრუნველყოფის შემდეგ გათავისუფლებული იქნა პატიმრობიდან.
შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს დასავლეთის სამსახურის თანამშრომლებთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე მანუჩარ დოგრაშვილი 9 დეკემბერს დააკავეს.