"გლობალ ტვ"-ის სატელევიზიო თეფშებმა ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რის გამოც ხელისუფლება იძულებული გახდა ასეთი ქმედებებისთვის მიემართა", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ქართული ოცნების" ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგებნელმა ზაქარია ქუცნაშვილმა სამართალდამცავების მხრიდან "ელიტა ბურჯის" ქონების დაყადაღების ფაქტთან დაკავშირებით.
"ტელევიიზიის ეს უწყინარი თეფშები დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის მთავარი საფრთხის მატარებელი გახდა, რადგან ამ უწყინარმა თეფშებმა ადამიანებს სიმართლე გააგებინა. ამიტომ როგორც "ქომაგი" დააყადაღეს იმის გამო, რომ ადამიანმა სიკეთე არ აკეთოს, ასე აპატიმრებენ ამ უწყინარ თეფშებს იმის გამო, რომ ხალხმა სიმართლე არ გაიგოს", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" ქუცნაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ადვოკატები "ელიტა ბურჯისა" და "გლობალ ტვ"-ის ადვოკატებთან ითანამშრომლებენ.
"ამ კომპანიებს თავიანთი ადვოკატები ჰყავთ და ისინი აწარმოებენ დაცვით მომსახურებას. ასე რომ, ჩვენ ყველა ადამინის ქომაგი ვიქნებით, ვინც უსამართლოთ დაიჩაგრება", _ განაცხადა ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "გლობალ ტვ"-სა და "ელიტა ბურჯში" კრიმინალური პოლიცია შევიდა და ქონება დააყადაღა.