საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილება "გლობალ ტვ"-ის ხელმძღვანელობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. "გლობალ ტვ"-ის დირექტორის, ზურაბ ბაზლიძის განცხადებით, კომპანია კონტროლის პალატის ყველა რეკომენდაციას ასრულებდა, რის გამოც პროკურატურის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო.
"ჩვენთვის ნამდვილად მოლოდნელი გადაწყვეტილება მიიღო პროკურატურამ. ასეთ გადაწყვეტილებას არ ველოდით, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, იმ დავასთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლო პროცესებზე ბოლოს გაიმართა, ჩვენ საერთოდ, როგორც მხარე, პროცესზე წარმოდგენილი არ ვიყავით. არც მოწმეებად ვყოფილვართ მიწვეული. კონტროლის პალატისგან მივიღეთ მხოლოდ წერილი, რომელშიც მოცემული იყო გარკვეული რეკომენდაციები, ასევე გავეცანით ლევან სამხარაულის ეროვნული საექსპერტო ბიუროს გადაწყვეტილებას. მივიჩნევდით და დღესაც მივიჩნევთ, რომ პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, არის კომერციული", - განაცხადა "გლობალი ტვ"-ის დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრმა პროკურატურამ სასამართლო დავის დასრულებამდე "გლობალ ტვ"-ის სატელევიზიო ანტენების დაყადაღება მოითხოვა.