"სააკაშვილს პირადად ვიცნობ, ვიცი მისი ტვინი. ის ქართველი არ არის, ის სომეხია და მალავს ამას. თუმცა განა შეურაცხმყობელია, იყო სომეხი?! სააკაშვილი ფულზეა შეყვარებული. ეს ავადმყოფი ადამიანია. მისი დედა და ძმაც ფულით არიან დაავადებულნი. ამიტომაც მათ გაყიდეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და მალე აჭარასაც და კახეთსაც გაყიდიან. იგი ყველაფერს გაყიდის. 2014 წელს იქნება ოლიმპიური თამაშები სოჭში და ის აუცილებლად რამეს მოიმოქმედებს", _ აცხადებს რუსულ მედიასთან საუბარში ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ჯოჰარ დუდაევის ყოფილი წარმომადგენელი საქართველოში ხიზრი ალდამოვი.
"საქართველოში 1992 წელს გამაგზავნეს, მაშინ იქ დიდი ამბები ვითარდებოდა. აფხაზეთში მიდიოდა ომი, რომელშიც ჩეჩნებიც მონაწილეობდნენ, საქართველოში ჩამოაგდეს გამსახურდია. მე კი დამნიშნეს იმიტომ, რომ ქართული ენა ვიცოდი. ქართველმა ხალხმა თბილად მიმიღო. როდესაც პირველად ვნახე შევარდნაძე, ქართულად მივესალმე, მან მკითხა, თუ საიდან ვიცოდი მე ქართული ენა და მეც ვიხუმრე, რომ ქართული მასზე კარგად ვიცოდი. მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, რომელიც საქართველოსა და ჩეჩნეთს აკავშირებდა", _ ამბობს ალდამოვი.
მისი თქმით, როდესაც ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო, გაჩნდა ძალიან ბევრი ჩეჩენი ლტოლვილი საქართველოში. მათ შორის იყვნენ ბოევიკები, ისეთები, როგორიც გელაევია, "ქართულმა მხარემ მაშინ ჩვენ მხარი დაგვიჭირა და მომცა თანხმობა, ჩამეცვა და მეჭმია ამ ბოევიკებისთვის".
"იმ პერიოდში ჩეჩნეთსა და რუსეთში მომხდარი ტერაქტები საქართველოდან მოდიოდა. ჩემს მეტი ეს არავინ იცის და ამას საქართველოს სპეცსამსახურები აკეთებდნენ. და ისინი, რომლებიც ახლა ხდება, მათი ორგანიზებულია. ყველა ასეთ ოპერაცია საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრი ხელმძღვანელობდა, რომელსაც ლევან კენჭაძე ედგა სათავეში. ამის შემდეგ სააკაშვილმა გააუქმა ეს სტრუქტურა და ყველა საკითხს გია გაბუნია კურირებდა. მან სწავლება აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში გაიარა და 2010 წლამდე საქართველოს კონსტრდაზვერვის ხელმძღვანელი იყო. მან შეაგროვა ყველა ჩეჩენი ლტოლვილი, ბოევიკი, ყველა ვინც საქართველოში ჩადიოდა ერთ სტრუქტურაში. ამ ადამიანმა შექმნა რამდენიმე ჯგუფი - შამილის, ბასაევის, გელაევის, ისაბაევის და ძმებ ახმადოვების ჯგუფები და მათ სხვადასხვა დავალებას აძლევდა. მაგალითად, თუ მოსაცილებელი იყო ვინმე, ამ დავალებაზე ბასაევის ჯგუფს უშვებდა, თუ ვინმე ჩუმად იყო მოსაცილებელი - ისანბაევის ჯგუფს, თუ ვინმე გასატაცებელი იყო - ახმადოვის ჯგუფს და ასე. აი, ასეთი სისტემა მუშაობდა", _ ამბობს ხიზრი ალდამოვი და აღნიშნავს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც ხელისუფლების სათავეში სააკაშვილი და მისი პარტია მოვიდნენ, ის ფიქრობდა, რომ "ეს ახალგაზრდა ბიჭი დაეხმარებოდა ჩეჩნებს. ამის შემდეგ მალევე 2004 წლი მაისში მე, ჩემი ვაჟი და ჩემი ბიძაშვილი მოგვწამლეს და ეს რუსეთს დააბრალეს".
"ამის შემდეგ სააკაშვილმა დაიწყო მოგზაურობა მუსულმანურ სახელმწიფოებში და მოლაპარაკებები იმის შესახებ, რომ ფული, რომლებსაც ისინი მოჯაჰედების ბრძოლისთვის გამოყოფენ, მას გაენაწილებინა. აშშ-მ მაშინ ძალიან მაგრად მოიცალა რუსეთისთვის. ისინი გავიდნენ ამერიკელებზე, მათ კი, თავის მხრივ, მათთვის დიდი ფულის გამოყოფა დაიწყეს. ამ ჯგუფს, რომელმაც ჯორჯ სოროსის ფულით ჯერ ვარდების რევოლუციის ორგანიზება უზრუნველყო და ახლა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, მხოლოდ ფული სჭირდება. ბოკერია, იაკობაშვილი, დარჩიაშვილი - აი სია სოროსული ჯგუფისა, რომლებსაც ახლა საკმაოდ დიდი თანამდებობები უჭირავთ. თავად სააკაშვილი კი, მაპატიეთ, რომ ასე ვლაპარაკობ, არანორმალური ადამიანია. ის არ აღზრდილა როგორც ახალგაზრდა ადამიანი, ის არ აღზრდილა, როგორც მამაკაცი. მან არ იცის, თუ როგორ უნდა მოექცეს ქალს, როგორც მოექცეს დედას და მეგობრებს. ეს გაუგებარი ადამიანია და მისი მეგობრებიც კი მას არანორმალურს უწოდებენ", _ აცხადებს ალდამოვი.
მისი თქმით, ჩეჩნეთში ახლა ბევრი ქისტია, ისინი იქ სამუშაოდ და საცხოვრებლად ჩადიან. საქართველოში კი შეუძლიათ დარჩნენ საცხოვრებლად მხოლოდ გელაევის და იდიგოვის ხალხს, ალა დუდაევას. ჩეჩენ ხალხს კი დაბრუნება სურს, "ამის მაგალითი მე ვარ".
"სააკაშვილს პირადად ვიცნობდი, 9 თვეს მე მას ვესალმებოდი. მე მას შიგნიდან ვიცნობ, ვიცი მისი ტვინი. ის ქართველი არ არის, ის სომეხია და მალავს ამას. თუმცა განა შეურაცხმყობელია იყო სომეხი?! მას არასოდეს უყვარდა ჩეჩნები. მას ჰყავდა ჩეჩენი მეგობარი მახაური, ახლა იგი მოკვდა. სააკაშვილი ფულზეა შეყვარებული. ეს ავადმყოფი ადამიანია. მისი დედა და ძმაც ფულით არიან დაავადებულნი. ამიტომაც მათ გაყიდეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და მალე აჭარასაც და კახეთსაც გაყიდიან. იგი ყველაფერს გაყიდის. 2014 წელს იქნება ოლიმპიური თამაშები სოჭში და ის აუცილებლად რამეს მოიმოქმედებს", _ აცხადებს ხიზრი ალდამოვი.
შეგახსნებთ, რომ გუშინ გროზნოში მოწყობილ პრესკონფერენციაზე ალდამოვმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ადრე ბოევიკებს ეხმარებოდა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტებს ახორციელებდნენ, ახლანდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი ახალ "იჩქერიის მთავრობას" ქმნის".
ალდამოვი რამდენიმე ხნის წინ ჩეჩნეთში გადავიდა, რამზან კადიროვის წინაშე მოინანია, ბოდიში მოიხადა და გააცხადა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მწარედ ცდებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ დუდაევსა და მის თანამებრძოლებს ჩეჩნეთისთვის უბედურების მეტი არაფერი მოუტანიათ.
"მე მართლაც მჯეროდა, რომ ადამიანებს ვეხმარებოდი. მაგრამ დრომ მაჩვენა, რომ მწარედ ვცდებოდი. გულწრფელად ვინანიებს იმას, რომ ასე ფუჭად დავკარგე მთელი ეს წლები. მინდა, რომ დარჩენილი ცხოვრება მშობლიურ მიწაზე გავატარო და ჩეჩენ ხალხს გამოვადგე", _ განაცხადა ბოლოს ალდამოვმა.
შეგახსენებთ: რამზან კადიროვთან გამართულ შეხვედრაზე მან ასევვე განაცხადა, რომ საქართველოში მანამ არ დაბრუნდება, ვიდრე ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილი იქნება.