ამერიკელმა მეცნიერებმა დაამყარეს კავშირი ელფოსტის შემოწმებასა და გულის მდგომარეობას შორის. ჯანმრთელი გულის შენარჩუნების მიზნით, მეცნიერები რეკომენდაციას იძლევიან, იშვიათად შევამოწმოთ ელფოსტა. შემოსული ფოსტის მუდმივმა შემოწმებამ შეიძლება ძლიერ გაცრიცოს გულის კუნთი, - დაადასტურეს კალიფორნიის უნივერსიტეტში. შეტყობინების იგნორირება კი, მათი აზრით, დადებითად აისახება გულის ჯანმრთელობაზე.
მეცნიერებმა ოფისის 13 თანამშრომელს დაუმაგრეს გულის რიტმის მონიტორი და გამოარკვიეს, რომ ჯანმრთელობის რისკის ქვეშ არიან ისინი, ვინც იძულებულია ხშირად შეამოწმოს ელექტრონული ფოსტა.
მათ კი, ვისაც მენეჯერებმა უფლება მისცეს, არ შეემოწმებინათ შემოსული შეტყობინებების საქაღალდე 5 დღის განმავლობაში, გულის კუნთის მუშაობის მხრივ აჩვენეს უფრო ოპტიმისტური შედეგები.
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მეცნიერები კომპანიის ხელმძღვანელებს მკაცრად ურჩევენ, მოაწყონ ე.წ. "დასვენება ელფოსტისგან", რათა თანამშრომლებს ჯანმრთელობა შეუნარჩუნონ.
გამომცემლობა აღნიშნავს,რომ ეს დადებითად აისახება არა მხოლოდ გულის რიტმზე (აღზნების დროს ის ჩქარდება და სისხლში შედის სტრესის ჰორმონი კორტიზოლი), არამედ თანამშრომელთა საერთო კონცენტრაციაზედაც.