უწყებათაშორისი კომისიის წევრის, ეკა ზღულაძის განცხადებით, დაუშვებელია პოლიტიკური შეხედულების მიხედვით საჯარო პირების სამსახურიდან გათავისუფლება. მისივე თქმით, მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია მათი შესწავლა.
"მე ახლა ვსაუბრობ უწყებეთაშორიოს კომისიის სახელით, რომელიც სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესის ხელშესაწყობად შეიქმნა და ჩვენ უკვე ერთი კვირაა რაც მუშაობას შევუდექით. გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელზეც ჩვენ ვიმსჯელეთ, მათ შორის საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საკითხი და ამასთან დაკავშირებით კომისიის პოზიცია მინდა გაგაცნოთ: დაუშვებელი და კონონსაწინააღმდეგოა საჯარო მოხელეების სამსახურიდან განთავისუფლება მათი, ან მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულების გამო და ეს არის ცალსახა ", _ განაცხადა ზღულაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია მათი შესწავლა.
,,შემთხვევები, სადაც შეიძლება ესეთი ნიშნები იკვეთებოდეს უნდა გახდეს შესწავლის საგანი. თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს საქართველოში რამდენიმე სექტორში მიმდინარეობს ლეგიტიმური ოპტიმიზაციისა და შემცირებების პროცესი და ასე, რომ შეიძლება გაგვიჭირდეს ყოველთვის იმის ზუსტად იდენტიფიცირება რა ნიშნით მოხდა კონკრეტული ადამიანების შემცირება", _ განცხადა ჟურნალისტებთან ეკა ზღულაძემ.