კახა კალაძის ნარკოტრეფიკთან დაკავშირება შავი პიარია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კალაძის პრესმდივანმა ოთარ ჩრდილელმა განუცხადა.
მისი თქმით, ტელეკომპანია "იმედში" გასული სიუჟეტი მიზანმიმართული ცილისწამებაა.
ჩრდილელმა განმარტა, რომ კახი კალაძეს და საფეტ ალტიკს შორის არსებობდა უთხანხმოება კონკრეტულლ საკითხთან დაკავშირებით.
"ეს არის კომერციული საკითხი, კერძოდ, მარმარილოს კარების ყიდვა ქობულეთის სასტუმროსთვის. "იმედი" უკვე მერამდენე სიუჟეტს უძღვნის კახი კალაძისთვის შავი პიარის აგორებას. საქმე ისაა, რომ საფეტ ალტიკი არის კახის თანაგუნდელ სკულის მეგობარი და მათ დათქვეს შეხვედრა ამ მარმარილოს კარებთან დაკავშირებით", - განაცხადა ჩრდილელმა
მანვე განმარტა, რომ კალაძესა და საფეტ ალტიკის შორის შეხვედრა არ შემდგარა, რადგან ისინი კონკრეტულ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
კალაძის პრესმდივამა ასევე განმარტა, რომ იგი დაკითხვაზე პროკურატურას არ დაუბარებია და ასეთი რამ რომც მოხდეს, "კახა დაიკითხება მოწმის სტატუსით".
"ძალიან ნათლად და გასაგებად ვაცხადებ, რომ კახა კალაძეს არანაირი პრობლემა იტალიელ სამართალდამცავებთან არ აქვს", - განაცხადა ჩრდილელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც იტალიელი სამართალდამცავები კახი კალაძისა და ბოსნიელი ნარკოტრეფიკიორის, ალტიკ საფეტის კავშირებით დაინტერესდნენ.