კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თავისი გადაწყეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დიმიტრი შაშკინი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებს ემსახურება.
"ის, რომ შაშკინი შინაგან საქმეთა სამინისტროა, ყველამ ვიცოდით და დღეს ეს გაფორმდა. ამიტომ მივესალმები, როდესაც ხელისუფლება გამჭვირვალე ნაბიჯებს დგამს და ყველაფერს თავის სახელს არქმევს: ყველგან შინაგან საქმეთა სამინიტრო უნდა იყოს, ყველგან უნდა იყოს პოლიცია", _ განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ხატია დეკანოიძის დანიშვნის შესახებ კომენტირებისას.
შეგახსენებთ: გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორად პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე დაინიშნა.