მსოფლიოს შოუბიზნესის ვარსკვლავებმა საქველმოქმედო აქციისას, რომელიც ჰაიტის მოსახლეობის დასახმარებლად გაიმართა, მხოლოდ სმს-ებით 57 მლნ დოლარის შეგროვება შეძლეს.
ტელემარათონში "იმედი ჰაიტისთვის", რომელიც აშშ-დიდი ბრიტანეთსა და ჰაიტის შორის ტელეხიდის სახით გაიმართა, მონაწილეობა მიიღებს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან ჯორჯ კლუნი, ბრედ პიტი, მადონა, დენზელ ვაშინგტონი, ჰოლი ბერი, ჯულია რობერტსი, ლეონარდო დიკაბრიო, მეტ დეიმონი, მერლინ სტრიტი, ნიკოლ კიდმანი და ვილ სმიტი.
"ტელემარათონმა "იმედი ჰაიტისთვის" დახმარების მოწოდებაზე საზოგადოებრივი რეზონანსის ახალი სტანდარტები დაადგინა", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა და ფონდის პრეზიდენტმა ლიზი პელსენმა.
მისი მონაცემებით, კერძო პირებისგან შემოწირულობამ, რომელიც სმს-ების სახით განხორციელდა, 57 მლნ დოლარი შეადგინა. ეს თანხა არ მოიცავს შემოწირულობებს კორპორაციებისგან და ტელეხიდის ტრანსლირებისთვის გადახდილ თანხმებს.