უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი ჩამჭერელი რაკეტით რეაქტიული „შაჰედის“ ჩამოგდება მოხერხდა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილო დრაპატის მოხსენება მოვისმინე. მნიშვნელოვანია, რომ რეაქტიული „შაჰედების“ წინააღმდეგ ჩამჭრელების გამოცდის კიდევ ერთი დადებითი შედეგი გვაქვს - ჩამოგდება მოხერხდა.
მადლობას ვუხდი ავტორებსა და ჩვენს მებრძოლებს. მათ გამოყენებას ეტაპობრივად გავაფართოებთ.ნაბიჯ-ნაბიჯ ვპოულობთ პასუხებს რუსეთის საფრთხეებზე და ვქმნით საკუთარ, უკრაინულ საშუალებებს მტერზე ზეწოლისთვის. ვამზადებთ ახალ აქტიურ და შორ მანძილზე მოქმედ ოპერაციებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
30 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ევჰენი ხმარამ განაცხადა, რომ უკრაინას უკვე აქვს ოთხი პოტენციური ჩაამჭერელი, რომლებსაც რეაქტიული „შაჰედების“ ჩამოგდება შეუძლიათ. მისი თქმით, მათ საველე გამოცდები უკვე გაიარეს.