ვაკეში, 18 წლის მოზარდი დაჭრეს. შემთხვევა ბაზალეთის ქუჩაზე დღეს, გამთენიისას მოხდა. 18 წლის რაჟდენ დარბაიძეს თავის არეში მძიმე ჭრილობა ცეცხლსასროლი იარღით აქვს მიყენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდის დაჭრა თანატოლებთან შელაპარაკებას უკავშირდება. თავდაპირველად დაჭრილი ქალაქის მეცხრე, მოგვიანებით კი მეოთხე კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიციის და პროკურატურის თანამშრომლები მივიდნენ, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. სამართალდამცველები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
რაჟდენ დარბაიძის მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა. საქმეზე გამოძიებას ვაკე-საბურთალოს პროკურატურა აწარმოებს.