საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მაია მიმინოშვილის ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დარჩენილია ისეთი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ "სკამზე არიან მიმაგრებულნი".
"ჩემთვის გაუგებარი და სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში მაინც დარჩა ხალხი, რომელიც მიმაგრებულია სკამზე და საკმის დაკარგვის, შემდეგ ახსენდება, რომ მინისტრი არის კრიმინალი და თურმე ერთი წლის წინ მინისტრმა დანაშაული ჩაიდინა", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრში არსებულ სტუდენტთა ბაზაზე ხელი მხოლოდ და მხოლოდ გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს მიუწვდებათ და თეორიულად ატესტატების გაყალბება შეუძლებელია.
"ახლა ყველაფერი არის ელექტრონულ ბაზაში და ამის გაყალბება თეორიულად შეუძლებელია. ბაზები მის ხელში იყო მანამდე ვიდრე მაია მიმინოშვილი იყო ხელმძღვანელი და აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ საზოგადოება ძალიან გარგად განსჯის ყველაფერს", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა და აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების კანონის შესაბამისად იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც სწავლას საზღვარგარეთ აგრძელებენ მათთვის ეს ატესტატები გამოსცა.
"ზოგადი განათლების კანონის შესაბამისად მინისრმა გასცა ბრძანება, რომ იმ მოსწავლეებისათვის ვისაც არ აქვს სურვილი ისწავლონ საქართველოში და მიდიან საზღვარგართეთ და იმის გამო, რომ ამ ტიპის ქვეყნებში არ არის აღიარებული ჩვენი ატესტატი მიეცათ ეს ატესტატები ანუ მათ არ შევუზუდეთ განათლების მიღება და აღნიშნული პროგრამით 298 მოსწავლემ ისარგებლა. ესენი არიან ძირითადად სომეხი და აზერბაიჯანელი წარმომავლობის ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ", _ განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
შეგახსნებთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის მაია მიმინოშვილის განცხადებით განათლების სამინისტრომ ეთნიკური წარმომავლობის ქართველებზე 600 ყალბი ატესტატი გასცა. ამის შესახებ მიმინოშვილმა "მაესტროს" ეთერში განაცხადა.