2011 წელს გამოცდებში ჩაჭრილ 600 მოსწავლეს დაურიგეს ატესტატები", - ამის შესახებ დღეს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც 21011 წელს დასრულდა მისაღები გამოცდების პერიოდი, მათთან მივიდა რამდენი ახალგაზრდა, რომლებმაც გამოხატეს პრეტენზია თუ რატომ არ მიეცათ მათ ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლება.
"ცენტრის თანამშრომლებმა მოიძიეს ეს მოსწავლეები ბაზაში და აღმოჩნდა, რომ ეს მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაჭრილები იყვნენ. რომ განუცხადეს, რომ იმიტომ ამოგიღეთ ეროვნული გამოცდების ბაზიდან, რომ შენ ჩაჭრილი ხარ გამოსაშვებ გამოცდებზე, შენ ატეტატი არ გაქვს და ამიტომაც ვერ მიიღებდი მონაწილეობას, აღშფოთდნენ, როგორ თუ ატესტატი არ გვაქვსო და ჩანთიდან დააძრეს ატესტატები", - განაცხადა მიმონოშვილმა.
"სახტად დავრჩი. პირველი, რასაკვირველია, ვისთანაც მივედი ეს იყო დიმიტრი შაშკინი და ვეკითხები. და რაც მთავარია, იმავე საღამოს აღმოვაჩინეთ, რაოდენობა ასეთი ბავშვებისა ექვსასამდეა. 600 მოსწავლეს, რომლებიც ჩაჭრილი იყვნენ გამოცდებში დაურიგეს ატესტატები. როდესაც ვკითხე შაშკინს რატომ აქვთ ჩაჭრილ ბავშვებს ატესტატები. მზად დამხვდა და მიპასუხა - ასე იყო საჭირო, პოლიტიკურად ასე იყო საჭირო", - განაცხადა მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, შაშკინმა ცენტრის თანამშრომლებთან დამაბარა, რომ ეს ატესტატები არის ყალბი და დაწყნარდნენ.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით მინისტრმა მას გაუგზავნა ბრძანებულება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც ჩაიჭრნენ გამოსაშვებ გამოცდებზე, ასეთ მოსწავლეებზე გაიცემა სხვა სერიის ატესტატი.
"დამირეკა შაშკინმა და მითხრა, რომ - სულ დამავიწყდა, რომ ამასთან დაკავშირებით მე ბრძანება მქონდა გამოცემული და დამავიწყდა გავრცელებაო. სამინისტრომ გამოაგზავნა ეს ბრძანება და ვკითხულობ ასეთ რამეს - ის მოსწავლეები, რომლებიც ჩაიჭრნენ გამოსაშვებ გამოცდებზე, ან რომლებიც არ გამოცხადდნენ გამოსშვებ გამოცდებზე, ასეთ მოსაწვლეებს ეძლევაბთ სხვა სერიის ატესტატი. ეს საერთოდ ნონსენსია, იმიტომ, რომ ატესტატი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. რას ნიშნავს სხვა სერია გაუგებარია. იდენტურია, რომ შეხედავთ. ერთია - 0105 და მეორეა - 0106 და ამას დავარქმეს სხვა სერიას და იმას დავარქმევ სხვას. გაგრძელება ამ ბრძანების არის ძალიან საინტერესო. წერია ასეთი რამ, რომ ამ მოსწავლეებს არ შეუძლიათ საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება, ანუ ვერ მიიღებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, მაგრამნ ამ ატესტატით მათ შეუძლიათ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება. ეს საერთოდ საერთაშორისო სკანდალია, მე თუ მკითხავთ", -განაცხადა მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც ამაზე განმარტება ითხოვა მინისტრისგან პასუხად მიიღო, რომ ეს გაკეთებულია იმათთვის, ვინც სომხეთსა და აზერბაიჯანში წავა და გააგრძელებს სწავლასო.
"როდესაც კოკა სეფერთელაძე საუბრობს, რომ მაია მიმინოშვილი ეთნიკურ უმცირესებობს არ აძლევდა საშუალებას, საზღვარგარეთ სწავლა გაეგრძელებინა, მიპასუხოს ბატონმა კოკამ, ძალიან მაინტერესებს - ასეთი საქციელით ჩვენ საკუთარ მოქალაქეებს, ის ადამიანები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან, ვაიძულებთ წავიდნენ და ვეღარასოდეს ვეღარ გააგრძელებენ სწავლას საქართველოში. ეს არის ზრუნვა ეთნიკურ უმცირესობებზე?", - აღნიშნა მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, ყველა აღნიშნულის შესახებ ყველა მასალა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გადაუგზავნა გენერალურ ინპექციას, რაზეც მიიღეს დაპირება, რომ შეისწავლიდნენ, თუმცა დღემდე პასუხი არ მიუღიათ.