სამართალდამცველებმა ქურდობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
26 წლის გიორგი ზედგინიძეს, 31 დეკემბერს, ყვარლის რაიონის სოფელ გრემში მდებარე ინვალიდ და გონებაშეზღუდულ ბავშვთა სახლიდან საქველმოქმედო კავშირ ''"თემის"''მიერ გადარიცხული 27 600 ლარის მოპარვა ედება ბრალად.
დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ამოღებულია მოპარული თანხის ნაწილი, 10 000 ლარი.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.