საფრანგეთმა აშშ-ის არმია მიწისძვრისგან დაზარალებული ჰაიტის "ოკუპაციაში" დაადანაშაულა და გაეროს კარიბის ამ ქვეყანაში მყოფი ამერიკელი დამკვირვებლების როლის დაზუსტება მოსთხოვა.
"ამერიკელმა სამხედროებმა თავის თავზე პორტ-ო-პრენსას აეროპორტში დისპეჩერების ფუნქცია მიიღეს და ისინი უპირატესობას თავიანთ სამხედრო რეისებს აკუთვნებენ, სხვა თვითმფრინავებს კი, მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთით სავსე თვითმფრინავებს, დაფრენის საშუალებას არ აძლევენ", _ განცხადება ამის შესახებ თანამშრომლობისა და ფრანკოფონიის საქმეებში სახელმწიფო მდივანმა ალენ ჟუაიანდემ გააკეთა.
ანალოგიური შინაარის განცხადება ამერიკელი სამხედრობის მისამართით გააკეთა ასევე საერთაშორიო ორგანიზაციამ "ექიმები საზღვრების გარეშე". მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავების არმიღებით, ამერიკელი სამხედროები ასობით დაზარალებული ჰაიტელის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს ბრიტანული გაზეთი " The Daily Telegraph ".
ვენესსუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკამ ისარგებლა მიწისძვრით და ჰაიტის მცოცავი ოკუპაცია მოახდინა. ჩავესის ამ განცხადებას იტალიური გაზეთი " La Stampa " აქვეყნებს.
"ისინი შეიარაღებულები არიან, თითქოს ომში მიდიოდნენ", _ განაცხადა ჩავესმა.
თავად აშშ-მა კი არაერთგზის განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების გაძლიერებული რაოდენობით ყოფნა ჰაიტიში ოკუპაცია არ არის და მათი მთავარი მიზანი _ მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფაა.
აღსანიშნავია, რომ გაეროს ჩარევის შემდეგ ამერიკელმა სამხედროებმა პირობა დადეს, რომ ჰუმანიტარულ რეისებს გაატარებდნენ.