აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო ნავთობგადამამუშავებელ ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა და მოსკოვს უკრაინასთან „უსასრულო ომის“ დასრულებისკენ მოუწოდა.
ტრამპმა ამის შესახებ ორშაბათს, სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.
"რუსეთმა, სამწუხაროდ, უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა. მისი დიზელის საწვავის გადამამუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი აფეთქდა და, სულ მცირე, დროებით, მწყობრიდან არის გამოსული.
უკრაინასთან ეს უაზრო და დაუსრულებელი ომი უნდა დასრულდეს. მთელი მსოფლიო იტანჯება, რადგან ყოველთვიურად 25 000 ადამიანი, უმეტესად ჯარისკაცები, იღუპება. რა სირცხვილია!" - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის განცხადებას წინ უძღოდა მისი 20 სექტემბრის სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 22 სექტემბერს აშშ-ში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, პირისპირ შეხვდებიან.
ამასთან, Axios-ის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, უკრაინას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები შეეწყვიტა.