იულია ტიმოშენკოსა და ვიქტორ იანუკოვიჩს შორის სხვაობა რომ 10 %-ზე მეტია, იგი ცესკოს მიერ ხელოვნურად და მისი მითითებითაა შექმნილი. ეს განცხადება დღეს ივანო-ფრანკოვის ოლქში პრეზიდენობის კანდიდატის, იულია ტიმოშენკოს ნდობით აღჭურვილმა პირმა იური რომანიუკმა გააკეთა.
"უკრაინის დასავლეთ რეგიონების საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკოგან მიიღეს მითითება, შეინახონ ოქმები სველი ბეჭდებით 19 იანვრამდე", _ აცხადებს რომანიუკი და დასძენს, რომ ამის შედეგად "რეგიონების პარტია" მიიღებს საშუალებას მოახდინოს ციფრებით მანიპულებირება და მოქალაქეთათვის იულია ტიმოშენკოზე არსებული უპირატესობის დემონსტრირება.
"ოქმების შეკავების გამო ტიმოშენკოს ხმებისთვის არ იქნება დამატებული ამომრჩეველთა ხმები დასავლეთ უკრაინიდან, სადაც იგი უპირობო ლიდერია", _ აცხადებს რომანიუკი.