უკრანის პრემიერ მინისტრმა იულია ტიმოშენკომ, რომელიც ეგზიტპოლის-ის მონაცემების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდა, დემოკრატიულ ძალებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
იულია ტიმოშენკომ მიმართა უველა კანდიდატს დემოკრატიული ძალებიდან, მხარი დაუჭირონ მას, რათა მისმა კონკურენტმა ბიბლიაზე ვერ დაიფიცოს.
"დარწმუნებული ვარ, რომ იანუკოვიჩის ხელი არ დაედება პერესოპნიცკის ევანგელეს (მასზე პრეზიდენტი ფიცს დებს პარლამენტის წინაშე. პერესოპნიცკის ევანგელე უკრაინულ ენაზე ევანგელეს პირველი ლიტერატურული თარგმანია, რომელიც 1555-1561 წლებით არის დათარიღებული. რედ), _ განაცხადა იულია ტიმოშენკომ.
შეგახსენეთ, რომ უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ყველა ეგზიტპოლის მონაცემები თითქმის იდენტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვინაობა 7 თებერვალს არჩევნების მეორე ტურში გაირკვევა.
კომპანია SOCIS -ის ტელეარხ " ICTV ", ასევე "სლავიკ შუსტერს სტუდიოს" და ნაციონალური ეგზიტპოლი _ 2010-ის შედეგების მიხედვით, ვიქტორ იანუკოვიჩი ლიდერობს. მეორე ადგილზე კი საშუალოდ 10-პროცენტიანი სხვაობით ქვეყნის პრემიერ-მინისტრუი იულია ტიმოშენკოა. მესამე ადგილზე კი ბანკირი სერგეი ტიგიპკოა.
ოდნავ განსხვავებულია ნაციონალური ეგზიტოლი - 2010-ის შედეგები, რომელის მიხედევით, იანუკოვიჩმა 31.5 პროცენტი მოიპოვა, ხოლო იულია ტიმოშენკომ 27.2პროცენტი.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში 18 კანდიდატი მონაწილეობდა _ ირინა ბოგისლოვსკაია, მიხაილ ბროდსკი, ანატოლი გრიცენკო, იური კოსტენკო, ვლადიმერ ლიტვინი, ალექსანდრ მოროზი, ალექსანდრ პაბატი, ვასილი პროტივსიხი, სერგეი რატუშნიაკი, ოლეგ რიანონოკი, პეტერ სიმონენკო, ლუდმილა სუპრუნი, იულია ტიმოშენკო, სერგეი ტიგიბკო, ოლეგ ტიაგნიბოკი, ვიქტორ იუშჩენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი, არსენი იაცენიუკი.
ეზიტპოლების მიხედვით ლიდერობს ვიქტორ იანუკოვიჩი - 34.7%. შემდეგ მოდიან _ იულია ტიმოშერნკო 24/4%, სერგეი ტიგნიბკო 11.5%, არსენი იაცენიუკი 8/9%, ვიქტორ იუშჩენკო - 5,4%, პეტერ სიმონენკო 3,1%, ვლადიმერ ლიტვინი 2,2%, ოლეგ ტიგნიბოკი 1,7%, ანატოლი გრიცენკო - 1,4%, სხვა კანდიდატები 1.9%, არავის არ დაუჭირა მხარი 4,4%
არჩევნები უკრაინის 225 ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში გაიმართა. ცესკოს მიერ რეგისტრირებული იყო 36,577 მილიონი ამომრჩეველი.