უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კვლავ ვერ მიიღო დადგენილება 2011 ქართველი დამკვირებლის რეგისტრაციის შესახებ. დადგენილებას ცეესკოს 15 წევრიდან მხოლოდ 6-მა დაუჭირა მხარი, რვამ თავი შეიკავა, ხოლო ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა.
ცესკო-ს წევრმა მიხაილ ოხენდივსკიმ აღნიშნა, რომ "რატომღაც საქართველოს საელჩოდან მოთხოვნილ იქნა 2011 დამკვირებლის რეგისტრაცია, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებიდან მხოლოდ 276 დამკვირებლის რეგისტრაციის განაცხადი Dშევიდა".
თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა უკრაინაში გრიგოლ ქათამაძემ აღნიშნა, რომ უკრაინის კანონმდებლობა არ ზღუდავს დამკვირებელთა რაოდენობას, ხოლო ქართველი დამკვირებლების სარეგისტრაციო განაცხადი უკრაინის ცესკოს 4 იანვარს წარედგინა.
ამავდროულად, მიხაილ ოხენდივსკიმ ცესკოს სხვა დადგენილების მიღება შესთავაზა, მაგრამ იმის გამო, რო დადგენილების ტექსტს კომისიის ყველა წევრი არ იცნობდა, კომისიის თავმჯდომარემ სხდომა დროებით შეწყვიტა.