დღეს, 14 იანვარს, ბათუმში ენერგეტიკული კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაში 10 სახელმწიფოს მაღალი დონის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.
კოფერენციაზე ენერგოუსაფრთხოებასა და სამხრეთკავკასიური დერეფნის განვითარებაზე გაიმართება მსჯელლობა.
უნდა აღინიშნოს, რომ 14 იანვარს, ბათუმში ენერგეტიკული სამიტი უნდა გამართულიყო, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტის (უკრაინის, აზერბაიჯანის, პოლონეთის, ლიტვისა და ლატვის) მონაწილეობა იყო დაგეგმილი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამიტის ნაცვლად ენერგოკონფერენცია გაიმართება, ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტების ნაცვლად ქვეყანას 10 სახელმწიფოს მაღალი დონის დელეგაციები ეწვევა.