თბილისში, დოლიძის ქუჩაზე უცნობი პირები თავს დაესხნენ მოქალაქეებს, რომლებიც საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვაში მონაწილეობდნენ.
თავდასხმის კადრებს სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებენ. კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს ბეისბოლის ჯოხი უჭირავს.
საქართველოში საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო. გაფიცვაში ჩართული კომპანიები და მოქალაქეები 3 საათის განმავლობაში მუშაობას აჩერებენ.
გაფიცულები უკანონო პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.