პრეზიდენტი დგას ხალხის გვერდით, რომელიც იფიცება და რომელიც ძალიან სწორ ბრძოლაში არის ჩართული - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თბილისში, გაფიცულ მოქალაქეებთან მივიდა.
"პრეზიდენტი დგას ხალხის გვერდით, რომელიც იფიცება და რომელიც ძალიან სწორ ბრძოლაში არის ჩართული!
აქ დგას ხალხი, რომელიც არც შეშინებულია, არც შეშინდება და იდგება ბოლომდე იმიტომ, რომ ეს პროტესტი მართალია და სადაც სიმართლეა, იქ არის გამარჯვება", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოში საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო. გაფიცვაში ჩართული კომპანიები და მოქალაქეები 3 საათის განმავლობაში მუშაობას აჩერებენ.
გაფიცულები უკანონო პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.