ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა პრეზიდენტის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებულ კანდიდატებს "არჩევნების გაყალბებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად" აფასებს.
"კანდიდატებს შორის დასახელებული ლევან თარხნიშვილი ბოლო პერიოდში ქვეყანაში დაწყებული პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ. ზურაბ ხარატიშვილი არის ხელისუფლების სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ადამიანი, რომელსაც არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონია არჩევნებთან, ისე როგორც ცესკო-ს თავმჯდომარეობის მესამე კანდიდატ - მერაბ სიჭინავას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ სამი კანდიდატიდან თავმჯდომარის არჩევის პროცედურაში მონაწილეობას არ მივიღებთ", - განაცხადა კუკავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, პრაიმერის ინიციატორი პარტიები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ დაიცვან ამომრჩეველთა ხმები და აიძულონ პრეზიდენტი სააკაშვილი ცნოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების რეალური შედეგებ.