კუნძულ ჰაიტიზე მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში 7 ბალს გადააჭარბა.
სტიქიის შედეგად დაღუპულია ასობით ადამიანი, დანგრეულია ათასობით სახლი. დანგრეულ შენობებს შორისაა პრეზიდენტის რეზიდენციაც.
სამაშველო სამუშაოები ადგილზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მაშველები მსხვერპლის რიცხვის გაზრდას ვარაუდობენ, რადგან ასობით ადამიანი ამ დრომდე ნანგრევებში რჩება.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა. ამერიკის პრეზიდენტი ჰაიტის მოსახლეობას მხარდაჭერას დაჰპირდა. საკუთარი მაშველები ჰაიტიზე უკვე გაგზავნა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დრომდე უცნობია.