ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მექანიზმი, რომლის დახმარებითაც ადამიანის ზოგიერთ იმუნურ უჯრედს შეუძლია მოიგერიოს შიდსის შემოტევა. ის დაკავშირებული აღმოჩნდა დნმ-ის "საშენ მასალათა" გაფართოებასთან, რომელიც აუცილებელია როგორც უჯრედის გამრავლებისთვის, ასევე თავად ვირუსისთვის.
მეცნიერების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლონ ამ მექანიზმის გამოყენება შიდსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ.