ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს დიაგნოსტიკური სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, სისხლის ანალიზით აღმოაჩინონ კიბოს უჯრედები. ეს სისტემა, თავისი სიზუსტით, შეუდარებელია სიმსივნის ბიოფსიასთან. ახალ დიაგნოსტიკურ სისტემას HD-CTC უწოდეს.
ციფრული მიკროსკოპის დახმარებით, გამოსახულების დამუშავების პროგრამები აანალიზებს სისხლის ნიმუშს, რომელიც მიჯნავს ერითროციტებს ლეიკოციტებისგან. გამოსახულების შერჩეული "საეჭვო" უჯრები, რომლებსაც სიმსივნის მორფოლოგიური ნიშნები აქვს, შემდგომში ჰისტოლოგს გადაეცემა, რომელიც საბოლოო დასკნას აკეთებს.
მისი გამოყენება გათვალისწინებულია სიმსივნეგამოვლილ პაციენტებზე, რათა დააკვირდნენ დაავადების განვითარებას. ის ასევე გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნის სკრინინგისთვის.